ზოგადი წესები

1.1. ყველა მოთამაშე ("ბეთმაქსიმუმი"–ს გათამაშების მონაწილე) ვალდებულია "ბეთმაქსიმუმი"-ს (,,თამაშის ორგანიზატორი") ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლის და ფსონის დადების წინ გაეცნოს წინამდებარე წესებს.
1.2. მოთამაშის მიერ რეგისტრაციის გავლა და ფსონის დადება ნიშნავს თანხმობას ,,თამაშის ორგანიზატორი“–ს მიერ დადგენილი გათამაშების წესების მიმართ და ვალდებულებას გათამაშების წესების სრულად დაცვაზე და ასევე, "თამაშის ორგანიზატორის" უფლებების სრულად აღიარებას.
1.3. გათამაშების წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს ფსონის ან ხელშეკრულების მოშლის მიზეზს და წინამდებარე წესების თანახმად, მოთამაშეს არ ათავისუფლებს ვალდებულებებისაგან.
1.4. აკრძალულია 21 წლამდე პირისთვის სამორინეში, ხოლო 18 წლამდე პირისთვის − სათამაშო აპარატების სალონში და ტოტალიზატორში თამაში.
1.5. "თამაშის ორგანიზატორთან" რეგისტრაციის გავლისა და ფსონის დადების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 1.4. პუნქტით გათვალისწინებული ასაკი და ეთანხმება "თამაშის ორგანიზატორი"–ს გათამაშების წესებს. "თამაშის ორგანიზატორი" იტოვებს უფლებას შეუჩეროს ანგარიში,არ გასცეს მოგება და/ან ინფორმაცია გადაუგზავნოს სამართალდამცავ ორგანოებს თუ გამოვლინდა, რომ მოთამაშეს არ შესრულებია 1.4. პუნქტით გათვალისწინებული ასაკი ან წარმოადგინა არასწორი ინფორმაცია თავისი ასაკის შესახებ.
1.6. "ბეთმაქსიმუმი"-ს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შედეგად მოთამაშის მიერ მინიჭებული "პაროლი" არის საიდუმლო, მისი გასხვისება და გადაცემა მესამე პირზე იკრძალება. "პაროლის" უსაფრთხოებაზე უშუალო პასუხისმგებელი თავად მოთამაშეა.
"პაროლის" დაკარგვის, მისი სხვა პირზე გადაცემის და მოპარვის შემთხვევაში, მიყენებულ ზარალზე ,,თამაშის ორგანიზატორი“ სრულად იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა უშუალოდ მოთამაშეს ეკისრება.
1.7. "თამაშის ორგანიზატორი" იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას მოთამაშეს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლაზე ან/და ფსონის დადებაზე და არ განმარტოს უარის მიზეზი.
1.8. მოთამაშის მიერ, ელექტრონული სისტემებიდან (მომენტალური გადახდის აპარატი, ინტერნეტ-გადახდები და სხვა)ბალანსის შევსების მომენტში, მის მიერ თანხის სხვა პირად ნომერზე შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში, "თამაშის ორგანიზატორი" იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან ან/და გადატანასთან დაკავშირებით. შეცდომით, სხვა პირად ნომერზე გადარიცხული თანხის დაბრუნება მომხმარებლისთვის შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
1.9. მოთამაშის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა) შეცვლის შემთხვევაში "ბეთმაქსიმუმი"-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ცვლილების შედეგად რეგისტრირებულ მომხმარებელზე არ გასცეს მოგებული თანხა, ცვლილების მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. მოგებული თანხის აღება "ბეთმაქსიმუმი"-ს ინტერნეტ-სალაროდან შესაძლებელია მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ ან/და ცვლილებამდე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ გაცემული ნოტარიალურად დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.
1.10. მოთამაშეს მოგებული თანხა ავტომატურად ჩაერიცხება ანგარიშზე, შესაბამისად წაგებული თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება მისი ანგარიშიდან.
1.11 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, მოთამაშე უფლებამოსილია, აღნიშნულ ნაწილში, მოგების გაცემისას, კომპანიას მოსთხოვოს საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება.
1.12. თუ მოთამაშის ბალანსზე არსებული თანხა მინიმალურ ფსონზე ნაკლებია, მის მიერ დადებული ფსონი არ იქნება დაფიქსირებული. "ბეთმაქსიმუმი" არ ითვალისწინებს თამაშს კრედიტით.
1.13. ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულებისას მომხმარებელი ვალდებულია "ბეთმაქსიმუმ"-ს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი პირადად ან/და გამოაგზავნოს მონაცემები ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
1.14. "ბეთმაქსიმუმი"-ს ვებ-გვერდზე არსებული ბალანსის არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შემთხვევაში, (ბალანსის ელექტრონული სისტემებითა და სხვა საშუალებებით შევსებისას და შესაბამისად არსებული თანხის ნაწილის "ბეთმაქსიმუმი"-ს სისტემაში ფსონზე დაუდებლობის შემთხვევაში) "ბეთმაქსიმუმი" იტოვებს უფლებას, მომხმარებელის ანგარიშზე არსებული თანხის გატანის მომენტში, გატანილი თანხიდან, საკომისიოს სახით ჩამოაჭრას 3%.
1.15. "ბეთმაქსიმუმი" იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეცვალოს, შეამციროს, გაზარდოს ან/და საერთოდ გააუქმოს მინიმალური ფსონის ოდენობა. ამ შემთხვევაში ერთადერთ მოქმედ ფსონად მიიჩნევა ის ფსონი, რომელიც დაფიქსირებულია "თამაშის ორგანიზატორის" შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში.
1.16. ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი განიხილება როგორც შტატგარეშე გარემოება.ასეთ შემთხვევაში "თამაშის ორგანიზატორი" იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას და იტოვებს უფლებას ფსონი გაუქმებულად ჩათვალოს.
1.17. იმ შემთხვევაში თუ მონაცემი შეცდომით იქნა შეყვანილი და ამ შეცდომის შედეგად მოთამაშეს დაერიცხა ზედმეტი თანხა, "თამაშის ორგანიზატორი" იტოვებს უფლებას, მოახდინოს მოგებული თანხის ხელახალი გადაანგარიშება და ჩამოაჭრას მოთამაშეს შეცდომით დარიცხული თანხა, ან პირიქით.
1.18. ყველა პრეტენზია და სადაო საკითხი განიხილება თამაშის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება.
1.19. ნებისმიერი ფსონის შესახებ ინფორმაცია ინახება "ბეთმაქსიმუმი"-ს მონაცემთა ბაზაში და სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება "ბეთმაქსიმუმი"–ს ელექტრონულ არქივში დაცულ ჩანაწერს.
1.20. "ბეთმაქსიმუმი" იტოვებს უფლებას, "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები წესებში, რომელიც წერილობითი ფორმით შეთანხმებული იქნება შემოსავლების სამსახურთან.
1.21. "ბეთმაქსიმუმი" უარს ამბობს გასცეს გარანტიები, დაკავშირებული მომსახურებასთან, რომელიც მიეწოდება მოთამაშეს არსებული მდგომარეობით (ეს უარი არ ვრცელდება მოგებების გაცემაზე).
1.22. "ბეთმაქსიმუმი" არ იძლევა გარანტიას, რომ მომსახურება გაწეული იქნება უწყვეტად და უშეცდომოდ.
1.23. "ბეთმაქსიმუმი" იტოვებს უფლებას თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეაჩეროს, შეწყვიტოს, მოახდინოს მოდიფიცირება, გააუქმოს ან დაამატოს თავისი მომსახურებები და/ან თამაშები.
1.24. მომსახურების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში "მოთამაშე" იძლევა გარანტიას და აცხადებს თანხმობას შემდეგზე:
თამაშის შედეგად არსებობს მოთამაშის მიერ ფულადი სახსრების წაგების რისკი და კომპანია პასუხისმგებელი არ არის ასეთი სახის ზიანზე;
მოთამაშე თავისი ნებით თანხმდება მომსახურების მიღებაზე, ამასთან თამაშის ტიპს ირჩევს თავადმოთამაშე;
მოთამაშე იღებს ერთპიროვნულ ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს ყოველგვარი გადასახადები და მოსაკრებლები, რომლებიც შეიძლება დაერიცხოს მისთვის გაცემულ მოგებულ თანხებს;
მომსახურების მისაღებად მოთამაშე პასუხისმგებელია საკუთარ სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა და ინტერნეტის გამართულ მუშაობაზე.
1.25. თამაშის დროს ტექსტური შეტყობინებების გაცვლისას,მოთამაშეებს ეკრძალებათ უკანონო, უცენზურო, ამორალური, მუქარის შემცველიდა სხვა ტექსტების და ტერმინების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში "ბეთმაქსიმუმი" იტოვებს უფლებას ცალმხრივად გათიშოს მოთამაშე.
1.26. თამაშის დროს ტექსტური შეტყობინებების გაცვლისას მოთამაშეებს ეკრძალებათ ნებისმიერი სახის პროდუქციის ან/და მომსახურების რეკლამირება (გარდა "ბეთმაქსიმუმი"–ს მომსახურებისა). ასეთ  შემთხვევაში "ბეთმაქსიმუმი" იტოვებს უფლებას ცალმხრივად გათიშოს მოთამაშე.
1.27. მოთამაშის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც "თამაშის ორგანიზატორს" მიადგება ფინანსური ან/და მორალური ზიანი, შეილახება მისი საქმიანი რეპუტაცია,"ბეთმაქსიმუმი" იტოვებს უფლებას:
გააუქმოს ან/და დაბლოკოს ვებ-გვერდზე შემოსვლა;
აკრძალოს ფსონის დადება ან/და გააუქმოს უკვე დადებული ფსონი;
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს შესაბამის ორგანოებს "თაღლითობის ფაქტის" შესასწავლად,მასზე შემდგომი რეაგირების მიზნით;
სასამართლოს გზით მოთხოვოს მოთამაშეს მიყენებული ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
1.28. მოთამაშე, რომლის მოგებაც ერთჯერადად შეადგენს 5 000 ლარს ან მეტს, "თამაშის ორგანიზატორი"–ს მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს "თამაშის ორგანიზატორი"–ს რეკლამაში.